top of page

ინტერვიუ ესტონეთის ქალაქ, ტალინის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე/IT მენეჯერ/მასწავლებელ- ერო არემასთან

ინტერვიუ ესტონეთის ქალაქ, ტალინის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე/IT მენეჯერ/მასწავლებელ- ერო არემასთან





გამარჯობა! გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი  და მოკლედ გვითხრათ  თქვენი  საქმიანობის  შესახებ. გამარჯობა! მე გახლავართ ერო არემა, მე-12  კლასის მოსწავლე, IT მენეჯერი და  მასწავლებელი „გუსტავ ადოლფის  გრამატიკის სკოლიდან“. ვმართავ ოთხ კაციან ჯგუფებს. ჩვენ გვაქვს 4 შენობა,  რომელიც  აღჭურვილია  400  კომპიუტერით, რომლის  ზრუნვაც მე  მევალება. მე ვასწავლი  კოდირებას  თითქმის  ყველა  კლასის  მოსწავლეს  და აგრეთვე  ვასწავლი მაღალი კლასის (მე-12) მოსწავლეებს, თუ როგორ  უნდა  გახდნენ  მასწავლებლები  და როგორ  უნდა ასწავლონ  სხვა  სკოლებში კოდირება.  როგორც უკვე მოგახსენეთ ჩემ მიერ გამოგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში, საქართველოში  ტარდება  პროექტი  „ციფრული  სკოლა  საქართველოში“, რომელშიც 50  სკოლა  იღებს  მონაწილეობას.  მათ  შორის ჩვენი, 133-ე საჯარო  სკოლაცაა. პროექტის  ფარგლებში  სკოლა  ახო


რციელებს  კვლევას  ციფრული ტექნოლოგიების  დანერგვაზე  სასწავლო  პროცესში. ამასთან დაკავშირებით  მინდა  დაგისვათ  რამდენიმე  შეკითხვა  და  თუ შეიძლება  გაგვიზიარეთ  თქვენი  გამოცდილება, როგორც  მოსწავლემ, IT მენეჯერმა და მასწავლებელმა.

რას ფიქრობთ რამდენად  მნიშვნელოვანია  ციფრული  ტექნოლოგიების  გამოყენება  საგაკვეთილო  პროცესში და რა არის მისის  დადებითი  და უარყოფითი  მხარეები?

ვიქრობ, რომ  ძალიან  მნიშვნელოვანია  ციფრული  ტექნოლოგიების გამოყენება  საკლასო  ოთახში,  თუ  რა თქმა უნდა  არის  იმის  საშუალება, რომ საკლასო ოთახი   იყოს  აღჭურვილი კომპიუტერებით. ასევე  მართებულია  ვასწავლოთ  მომავალ  თაობას, თუ როგორ გამოიყენონ  კომპიუტერები  ეფექტური  გზით, როგორ  მოიძიონ  ინფორმაცია, როგორ  შექმნან  ის, რაც უნდათ  და  ესაჭიროებათ. მაგრამ  ამავდროულად ყურადღება უნდა  გავამახვილოთ  ასაკობრივ  ჯგუფებზე. მაგალითად  ჩვენს  სკოლაში  კარგი  ისაა,  რომ მაღალი  კლასები  გამოცდას  აბარებენ კომპიუტერებთან  და როდესაც  პატარა  ასაკიდან  ეჩვევი  კომპიუტერთან მუშაობას  დაძლევადი  ხდება  ყველა ის  პრობლემა, რაც  გამოცდებთანაა დაკავშირებული. რომელ პროგრამებს იყენებთ  უფრო  ხშირად? ჩვენ ძირითადად  ვიყენებთ საოფისე პროგრამებს: “Office  365”,  “Power Point”, “Excel”, “Word”. ეს ის  პროგრამებია, რომლებსაც  ვიყენებთ  დასაწყისში რადგან  ეს  პროგრამები   არის  ზუსტად  ის  პროგრამები რაც  ცხოვრებაში  გამოადგებათ. სხვათა  შორის,  ჩვენს პირველ  კლასელებს  7 წლის ასაკში უკვე ვაცნობთ ამ პროგრამებს. კვლევებმა  ცვენა, რომ  არსებობს  პრობლემა საკლასო ოთახებისა  და ლაბორატორიების  თანამედროვე აღჭურვილობით მოწყობასთან  დაკავშირებით.  რა  არის  თქვენი  გამოცდილება  ამ  მიმართულებით  და  რა  რჩევებს  მოგვცემდით  ამასთან  დაკავშირებით? ჩვენი გამოცდილება  ისაა, რომ, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში უნდა კონტროლდებოდეს მასწავლებლის მიერ. მაგალითად მე-6 კლასელს ეკრძალება ტელეფონის გამოყენება დასვენებაზე, მაგრამ გაკვეთილზე თუ მასწავლებელი იტყვის, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქტივობა, მაგალითად „kahoot”_ის ან კითხვარის მსგავსი რამ და დაგვჭირდება მობილური ტელეფონები, რომლის დროსაც მოსწავლე ფოკუსირებული არის დავალებაზე და არა სხვა რაიმე გასართობ თამაშზე, რა თქმაუნდა ეს ეფექტურია. მასწავლებელს უფლება აქვს, მოსწავლეს გამოაყენებინოს ნებისმიერი ინტერნეტ სერვისი(მაგ:google)გარკვეული დროით, რაც დავალების შესრულებას სჭირდება. როგორ შეუძლია სკოლას, გამოიყენოს მოსწავლე როგორც მოტივირებულ ადამიანური რესურსი სწავლა- სწავლების დროს? 3 წლის წინ დავიწყეთ პროექტის მსგავსი რამ, სახელად ,,IT- მოსწავლეები“. თითოეული კლასიდან, ჩვენ გვყავს დაახლოებით  1,2,3 ან 5 მოსწავლე, რომლებიც არიან ნამდვილად მოტივირებულები რომ ისწავლონ სხვადასხვა რამ კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მოსწავლეებს ვუტარებთ სპეციალურ გაკვეთილებს ან ლექციებს და რას ვიღებთ სანაცვლოდ? ის მოსწავლეები, რომლებიც სუპერ მოტივირებულები არიან ამ მიმართულებით, ეხმარებიან მასწავლებლებს. ამ შემთხვევაში მასწავლებლები „გამოდიან“ მასწავლებლის როლიდან, რადგან შეიძლება რომელიმე მოსწავლემ კლასში იცოდეს უფრო მეტი კომპიუტერულ პროგრამებზე, ვიდრე მასწავლებელმა. ამ დროს მასწავლებლები და მოსწავლეები არიან „კოლეგები“, ასე რომ ჩვენ ორივე მხარეს ერთმანეთისგან შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ. მაგალითად მე-7 კლასელმა შეიძლება მეტი რამ იცოდეს კომპიუტერულ პროგრამებზე, ვიდრე ინგლისურის ან მათემატიკის მასწავლებელმა.  ასე რომ, ჩვენ ვთვლით, რომ, ჩვენს სკოლაში ყველა თანაბარია. როგორც ვიცით, თქვენ ხართ მე-12 კლასის მოსწავლე  და უკვე IT მენეჯერი. ხომ ვერ გვეტყოდით რომელი სპეციფიური იარაღები და სტრატეგიებია უკეთესი და ეფექტური მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესში, რომელიც მათ გაუღრმავებს ციფრული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესს? ვფიქრობ,რომ ყველა მოსწავლე ვერ იქნება მოტივირებული რომ გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგია, ყველა ვერ იქნება კომპიუტერული პროგრამისტი. მაგრამ ის მოსწავლეები რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომპიუტერით, ჩვენ უნდა მივცეთ მეტი შანსი, მათი სწორად გამოყენების, თუმცა ძირითადი მაინც უნდა ვასწავლოთ ყველა მოსწავლეს, როგორიცაა ,,Excel”, ,,word”, ,,PDF”, რადგან ეს მათ ყოველდღიურობაში სჭირდებათ, როგორც სჭირდებათ კალამი და ფანქარი. რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს კომპიუტერი ჩვენს ჯანმრთელობაზე ა როგორ შეგვიძლია დავიცვათ მოსწავლე მოსალოდნელი საშიშროებისგან? იცით რა?! კომპიუტერი შეიძლება იყოს საზიანო ჩვენი თვალებისათვის, მაგრამ ბევრი წყლის დალევაც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ჩვენთვის აგრეთვე საზიანოა ბევრი ჰამბურგერის ჭამა ან ზედმეტი ვარჯიშიც, რადგან სხეული შეიძლება დავიზიანოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა დავაბალანსოთ და ის პრობლემები, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნას კომპიუტერით, შემცირდება. გარდა ჩატარებული გაკვეთილებისა, როგორ შეგვიძლია გავუღრმავოთ მოსწავლეს ციფრული კომპეტენციები? ჩვენ, როგორც ასეთი კომპიუტერული გაკვეთილები არ გვაქვს. მოსწავლეები სპეციალურად არ მიდიან კომპიუტერულ ლაბორატორიაში, რომ შეისწავლონ კომპიუტერი. ისინი მიდიან კომპიუტერულ ლაბორატორიაში მათემატიკის, ინგლისურის, ხელოვნების ან ნებისმიერი საგნის გაკვეთილისთვის . ჩვენ მათ ვასწავლით მრავალმხრივ, ინტეგრირებულს საგნებთან. ჩვენ მათ არ ვასწავლით როგორ უნდა შეცვალონ ,,word” -ის დოკუმენტში ასობგერის ზომა ან ფერი. ყველა საგნის მასწავლებელი ასწავლის იმას, თუ რა სჭირდება მას კონკრეტული გაკვეთილისათვის.

ინტერვიუ ჩაწერა და თარგმნა :

  133 საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგმა მაია ჩალაბაშვილმა

32 views0 comments
bottom of page