top of page

ჩვენს შესახებ

  სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა გაიხსნა 1956 წელს და 53 წელია

უწყვეტად ემსახურება მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებას.


  დღევანდელი  მდგომარეობით 1300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს ჩვენს სკოლაში, ეს არის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 800-ით გაზრდილი მოსწავლისა და გაორმაგებული პედაგოგიური კორპუსის რაოდენობა.  

ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და სკოლისადმი საზოგადოების გაზრდილ ნდობასა და პოზიტიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.


სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა ქმნის თანაბარ პირობებსა და

შესაძლებლობებს ყველა მოსწავლისათვის. მზრუნველი, კეთილგანწყობილი,

თანამშრომლობითი, მუდმივ განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული მომავლის სკოლა ნერგავს ჰოლისტური განათლების მიდგომებს და აქცენტს. აკეთებს არა მხოლოდ პიროვნების ინტელექტუალურ განვითარებაზე, არამედ მის ემოციურ, ფიზიკურ, სოციალურ ესთეტიკურ და სულიერ სფეროზე. სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებულ ინოვაციურ სასწავლო მიდგომებს ბოლო ამ წლების განმავლობაში ნერგავდა სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ფარგლებში :


2013 წელს სკოლა. მემორანდუმი გააფორმა საქართველოს განათლების,

მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ აშშ-სსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)ის მიერ დაფინანსებულსაქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-pried-თან.


G-pried-თან ოთხწლიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

სკოლისთვის შემდეგი მიმართულებით სკოლაში ჩამოყალიბდა

თანამშრომლობითი კულტურა, დაინერგა ინოვაციური, მოსწავლეზე

ორიენტირებული სასწავლო პროცესი სკოლაში შეიქმნა მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მასწავლებლის შეფასებისა და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პრაქტიკა, პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული იყო აგრეთვე ინოვაციური სასწავლო რესურსები და მშობელთა ჩართულობის მხარდამჭერი ბარათები.


2016 წელს სკოლამ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-prideს -თან აგრეთვე ბიზნეს-უნარ.ჩვევების პროგრამის ფარგლებშიც პროექტის ფარგლებში დაწყებით საფეხურზე (I- VI კლ ჩათვლით) წარმატებით განხორციელდა „ჯუნიორ ეჩივმენტ-ის“  სასწავლო პროგრამა მიმართულებით დასაქმებისთვის მზაობა, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა.

2015 წლიდან სკოლა ჩართულია სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ - ში რომელიც ხორციელდება ორგანიზაციის PH International- ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში ეფექტური გახდა საკლუბო მუშაობა და სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა სამოქალაქო ცხოვრებაში,


2016-2019 წლების მანძილზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ ინიცირებული "მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის" ფარგლებში წარმატებით დაინერგა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები და სტრატეგიები და კიდევ უფრო გაუმჯობესდა სასწავლო გარემო. წარმატებით დავნერგეთ და. განვახორციელეთ პროექტის მიერ შემოთავაზებული არაერთი მეთოდი და აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობდა სწავლა-სწავლების ხარისხის, მოსწავლეთა მიღწევებისა და შედეგების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით წარმატებით ფუნქციონირებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები. ამგვარი შეხვედრების

ფარგლებში პედაგოგები ზრუნავენ უპირველეს ყოვლისა საკუთარ და ასევე

კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე. უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ

პედაგოგიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, ერთობლივად გეგმავენ გაკვეთილებს, იხილავენ კონკრეტული კლასისა და კლასების ტესტირების შედეგებს, იღებენ კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებზე. სახავენ კლასის ქცევითი პრობლემების მოგვარების გზებს.


მოტივაციას ამაღლებს ის ფაქტიც, რომ აქვთ შეხვედრებისთვის

კეთილგანწყობილი და კომფორტული გარემო და რაც მთავარია მასწავლებლის ავტონოშია და შემოქმედებითი თავისუფლება. სკოლაში არსებობს ჯგუფის მხარდაჭერისა და წახალისების სისტემა, არსებობს მიმდინარე პროცესებისა და წარმატების შესახებ დანიტერესებული მხარეების ინფორმირების სისტემა. აქტიურად ვაშუქებთ ყველა მიმდინარე პროცესს სკოლის სოციალური ქსელით და ბუნებრივად ვქმნით ჯანსაღად, კონკურენტულ, მამოტივირებელ და თანამშრომლობით გარემოს.
 

საუკეთსო იდეა, წარმატებული პრაქტიკა ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობის

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, სკოლის მართვისა და სწავლების პროცესში ინტეგრირებისათვის, სამეწარმეო და 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის ინოვაციური და კრეატიული იდეები ცდება კლასის ფარგლებს და ხელმისაწვდომი ხდება მთელი სკოლისთვის და გაზიარება ხდება მეზობელი სკოლებითვისაც.


2019 წლიდან სკოლა მონაწილეობს საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „ახალი სკოლის მოდელში "და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით ინიცირებულ პროექტში „ციფრული სკოლა-საქართველო" პროექტები ხელს უწყობს გააზრებულ სწავლა სწავლებას, რომელიც სისტემური და ორგანიზებული ცოდნის კონსტრუირებას უწყობს ხელს. აძლევს მოსწავლეს შესაძლებლობას ჰქონდეს თვითეფექტიანობის მაღალი განცდა, ღია არის გამოწვევების მისაღებად აქვს სწავლის ძლიერი მოტივაცია და უნარი განივითაროს საკუთარი შესაძლებლობები. პროექტების ძლიერი მხარე სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაა სწავლა სწავლების პროცესში და პროექტის დასაწყისშივე მოსწავლეების ანთებული თვალები და მაღალი მოტივაცია სწავლების ახალი ინოვაციური ინსტრუმენტების დაუფლებისა გვისახავს მაღალ მოლოდინებს და გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სწორედ ეს ინსტრუმენტებია მომავლის ,,ციფრული გასაღები''და შესაძლებლობა, რომ სკოლამ უპასუხოს 21 ე საუკუნის გამოწვევებს,

bottom of page