top of page

ჩვენი გუნდის ტრენინგის პირველი დღე, 24 თებერვალი

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან და ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიზნებიდან გამომდინარე, 133_ე საჯარო სკოლა ყოველთვის მზადაა უზრუნველყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მოქალაქეების აღზრდა.

აქედან გამომდინარე, იგი ფეხს უწყობს თანამედროვე გამოწვევებს,ინოვაციურ პროექტებსა და ისეთ მამოტივირებელ ფაქტორებს,რომლებიც მაღალ შედეგებზე აისახება.

როგორც ვიცით, მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას და ეს საფრთხეები დღითი დღე უფრო თვალსაჩინო ხდება. ტყეების მასიურმა გაჩეხვამ, ქაღალდისა თუ სხვა ინდუსტრიულმა საწარმოებმა, შეუქცევადი პროცესები გამოიწვიეს. რადგან ყველაფრის სათავეში ადამიანია და ამ პროცესების წარმართვას მან შეუწყო ხელი, გამოსწორებაც მასვე ძალუძს. სულ ახლახანს, ორგანიზაცია-CENN-ის პატრონაჟით 135 სკოლის მასშტაბით, შეგროვდა 35 ტონა მაკულატურა, რამაც საშუალება მოგვცა, წარმოვიდგინოთ, რამდენად დიდია დღევანდელობაში ქაღალდის როლი და რა მცირე ეკოლოგიური ცნობიერება. ამ და სხვა ფაქტებიდან გამომდინარე, 133-ე სკოლა მუდმივად მზადაა ინოვაციურ გამოწვევებს დასაწყისშივე აუწყოს ფეხი. ჩვენი სკოლა შერჩეულია პროექტის ,,ციფრული სკოლის ” საპილოტე სკოლებს შორის.

ეს პროექტი ინტეგრირებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით ინიცირებულ პროექტთან “ციფრული სკოლა-საქართველო”.

პროექტის საწყის ეტაპზე ესტონური მხარისა და ტალინის უნივერსიტეტის აქტივობებს განახორციელებს საგანმანათლებლო ორგანიზაცია „დიჯისოლთი“. ორგანიზაციის მიერ შერჩეული ტრენერების მიერ მოხდება საპილოტე ეტაპზე ჩართული სკოლების გუნდების გადამზადება სასკოლო პრაქტიკაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები:

შეაფასებენ სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას

სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს

გაეცნობიან და გამოიყენებენ ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვის შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს.

მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი ტრენინგი უკვე გაიარეს მასწავლებლებმა. 


7 views0 comments
bottom of page