top of page

ჩვენ ვირჩევთ მეგობრობასა და Kahoot- ს

ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებას საგაკვეთლო პროცესში დიდი მუხტი შემოაქვს განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საპილოტე კლასისა და მისი პარალელის ერთობლივი მონაწილეობა მათემატიკის გაკვეთილზე.

მას შემდეგ რაც ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ნელი გოგიაშვილმა ინტერესი გამოხატა ციფრული ტექნოლოგიების მიმართ ლიდერთა გუნდის წევრმა ქეთი დანელიამ მას გაუწია კონსულტაცია როგორ გამოეყენებინა ინსტრუმენტი Kahoot.

პედაგოგებმა ერთად დაგეგმეს გაკვეთლი და kahoot -ის საშუალებით შეაჯამეს განვლილი მასალა.

ურთიერთთანამშრომლობამ მოსწავლეთა მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა - "მომავალი დღისთვის ვისწავლოთ უკეთ ვიდრე გუშინ, ვიყოთ უკეთესი მეგობრები ვიდრე გუშინ"



39 views2 comments
bottom of page