top of page

სელფის კვლევა

ტექნოლოგიებმა ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო დაიპყრო. გამონაკლისი არც განათლებაა. ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო სივრცეში  სწავლა-სწავლების პროცესს ძირეულად ცვლის.  სწავლება უფრო საინტერესო, სახალისო, ეფექტური და სასურველი ხდება როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებელთათვის.  იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა სასწავლო  პროცესში.


სელფის რეპორტის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები, მაღალი და დაბალი ინდიკატორები, ის ძირითადი აღმოჩენები და ბერკეტები, რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის. ანალიზზე დაყრდნობით ჩვენი სკოლის გუნდმა შეიმუშავა მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები, ციფრული სტრატეგიები, რომელთა განხორციელება სკოლას დაეხმარება დანერგოს ციფრული ტექნოლგიები სასწავლო სივრცეში.

კვლევამ აჩვენა, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს დაწყებით საფეხურზე, საბაზო საფეხურზე შეინიშნება მასწავლებელთა დემოტივაცია და უნდობლობა მოცემული საკითხისადმი, საშუალო საფეხურზე ინტერესი და მოტივაცია იზრდება.

  მასწავლებლები გამოთქვამენ დიდ სურვილს ჩაებან ახალ გამოწვევებში. მათ სკოლის ლიდერის მხრიდან აქვთ მაღალი მხარდაჭერა.

   მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სჭირდებათ ციფრული გადამზადება.

   სკოლას დაბალი ინდიკატორები აქვს შემდეგ საკითხებში:


  • ფინანსების ნაკლებობა;

  • არასაკმარისი ციფრული აღჭურვილობა;

  • სუსტი ინტერნეტკავშირი;

  • სკოლის სივრცის შეზღუდვები;

  • მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაბალი ციფრული კომპეტენციები.

ამრიგად,  სკოლის სელფის რეპორტის ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საჭიროა სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად დაინერგოს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, რათა გავიდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გამჭოლ კომპეტენციებზე და, შესაბამისად, ვუპასუხოთ 21_ე საუკუნის გამოწვევებს.

 სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელად საჭიროა შესაბამისი გარემო, ინფრასტრუქტურა, ციფრული რესურსები.

  უნდა დაიგეგმოს და გატარდეს ისეთი აქტივობები და  ღონისძიებები, სადაც მოსწავლეები თავადვე იქნებიან აქტიურ როლში. აღნიშნული აქტივობები სასწავლო პროცესს მეტად სახალისოს, საინტერესოს, მრავალფეროვანს, ტრადიციული გაკვეთილებისაგან განსხვავებულს გახდის, რაც დაგვეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში.

სკოლის უმთავრესი მიზანი მოსწავლეების სამომავლო ცხოვრებისათვის მომზდება და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიცემაა. ამ მიზნების განსახორციელებლად სკოლის გუნდმა შეიმუშავა შემდეგი  სტრატეგიები:

  • ომზადდეს ციფრული ლიდერები მოსწავლეთა და მასწავლებელთა კომპეტენციების გასაუჯობესებლად;

  • შეიქმნას ბლოგი, სადაც განთავსდება შექმნილი რესურსები და შესრულებული აქტივობები;

  • შეიქმნას ციფრული რესურსების ბანკი;

  • ჩატარდეს შიდა სასკოლო მიზნობრივი კონკურსები;

  • შეფასდეს და წახალისდეს მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად დანერგავენ ციფრულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში;

  • მოხდეს სკოლებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება;

  • შედეგების თვალსაჩინოდ წარმოდგენისათვის გაიმართოს დასკვნითი კონფერენცია.

Comments


​მისამართი: ქ.თბილისი, 
 ვარდისუბნის ქუჩა 8,
  E-mail: tbilisi133@mes.gov.ge
ტელეფონი: 032 261 28 80

დიზაინი: ლაშა მეზვრიშვილი

                 გიორგი შონია

                 ნიკა ლაშქარაშვილი

bottom of page